„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბუცი“ მოიგო, როგორც 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა. მისი გამარჯვების შესახებ ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, მაგრამ ცერემონია მხოლოდ 24 ნოემბერს გაიმართა.
გასულ სეზონში არგენტინელმა 37 გოლი გაიტანა, რითაც 74 ჩასათვლელი ქულა დააგროვა. მესის პრიზი მისმა თანაგუნდელმა ლუის სუარესმა გადასცა.
„ინდივიდუალური პრიზები – ეს არა მხოლოდ ერთი მოთამაშის, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა. პარტნიორების გარეშე, მე ვერ შევძლებდი გოლების გატანას და ვერ მოვიგებდი ამ პრიზს“, – განაცხადა ფორვარდმა.
მესიმ „ოქროს ბუცი“ კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. ადრე ის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 2010, 2012 და 2013 წლებში ხდებოდა. ამ მაჩვენებლით, არგენტინელი დაეწია მადრიდის „რეალის“ ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს.