ლიონელ მესი „ოქროს ბუცს“ მეოთხედ მიიღებს
ლიონელ მესი „ოქროს ბუცს“ მეოთხედ მიიღებს

24 ნოემბერს, ბარსელონაში სპეციალურ ცერემონიაზე არგენტინელი ლიონელ მესი კარიერაში მეოთხედ მიიღებს “ოქროს ბუცს” და ამ მაჩვენებლით დაეწევა მადრიდის “რეალის” ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონის ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს.
“ბარსელონას” ლიდერმა 2016-17 წლების სეზონში 37 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი გამრავლდა ესპანეთის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე და არგენტინელმა 74 ქულა დააგროვა. მან გაუსწრო ჰოლანდიელ ბას დოსტსა და გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბუცს მიიღებენ.

პრიზი „ოქროს ბუცი“ ფეხბურთელებს 1968 წლიდან გადაეცემათ. მისი დამაარსებლები არიან – European Sports Magazines და adidas.