მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგომის შესახებ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, მან მცირე ვიდეორგოლი განათავსა თავის „ინსტაგრამში“.
„გთხოვთ, ბოლომდე უყუროთ! მე ჯერ ყველაფერი არ გამიკეთებია! ეს იყო ძალიან მძიმე ექვსი კვირა, მაგრამ. ახლა, ისევ თხილამურებზე ვდგავარ და მიხარია, რომ სტარტზე ვბრუნდები“, – ამბობს ამერიკელი.
დაბრუნების შემდეგ, ვონს პირველი სტარტი 12 იანვარს ექნება, როცა ავსტრიის სენტ ანტონში სუპერ-გიგანტის ეტაპი გაიმართება.
ლინდსი ვონს ხუთი სტარტის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპებით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს. ამერიკელი მხოლოდ შვედ ინგემარ სტენმარკს ჩამორჩება.