ლინდსი გრემი - ჩინეთი არასდროს ითანამშრომლებს სერიოზულ გამოძიებასთან, თუ ამას არ გააკეთებინებენ
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
გრემის განცხადებით, ის აპირებს წარადგინოს საკანონმდებლო აქტი, რომელიც თეთრ სახლს მისცემს უფლებას, პეკინის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩინეთი ვერ შეძლებს პანდემიის გამომწვევი მიზეზების შესახებ სრული ანგარიშის წარდგენას.
სენატორი გრემი, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, მიიჩნევს, რომ ჩინეთის მმართველმა პარტიამ „იცრუა“, რის გამოც აშშ მძიმე მდომარეობაში აღმოჩნდა.
„დარწმუნებული ვარ, ჩინეთი არასდროს ითანამშრომლებს სერიოზულ გამოძიებასთან, თუ ამას არ გააკეთებინებენ“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.