ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, ამას არასდროს უნდა შევურიგდეთ
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს საქართველოს მხარდამჭერი გზავნილით ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.
„თერთმეტი წელი საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ განზრახული აგრესიის შემდეგ. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რასაც ყირიმი და დონბასი მოჰყვა. ამას არასდროს უნდა შევურიგდეთ“, – აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.