ლინას ლინკევიჩუსი - დიქტატორებთან სანახევრო ფლირტი მათ გაძლიერებაში ეხმარება
ლინას ლინკევიჩუსი - დიქტატორებთან სანახევრო ფლირტი მათ გაძლიერებაში ეხმარება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ევროკავშირის მიერ რუსეთთან დიალოგის აღდგენის შესაძლებელობას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით, დიქტატორებთან სანახევრო ფლირტი, დიქტატორებს აძლიერებს. ამის მაგალითად ლინკევიჩუსი, საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ყირიმის ანექსიას ასახელებს.

„როდესაც საქმე ეხება წარმატებულ ტაქტიკას, ის იზომება შედეგებით. დიქტატორებთან სანახევრო ფლირტი ეხმარება მათ გაძლიერებასა და ქმედებებში – საქართველოს ნაწილის ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, ბელარუსის შთანთქმა და ეს გაგრძელდება. მათ სურთ, რომ ეს ყველაზე თანასწორი დიალოგით იყოს დაკანონებული“, – წერს ლინკევიჩუსი.

მისივე თქმით, დასავლეთს აქვს ყველა შესაძლებლობა გამარჯვებისთვის, მაგრამ „მას ჯერ სძინავს“.

„დასავლეთს აქვს პოტენციალი გამარჯვებისთვის, მაგრამ მას ჯერ კიდევ სძინავს შედარებით კომფორტულ ზონაში და იძირება მცოცავ ანექსიაში, აგრესიასა და მსოფლიო წესრიგის დარღვევაში, რისი გაკეთებაც რუსეთს მოსწონს. ღირებულებები არ მუშაობს, თუ მათ უბრალოდ გავიმეორებთ, ის მუშაობს მათი თანმიმდევრული დაცვით“,- ამბობს ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.