ლილოში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჭაში ჩავარდა - მაშველებმა მოქალაქის გადარჩენა შეძლეს
40 წლამდე ასაკის მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც ჭას მანქანამ გადაუარა. შემთხვევა თბილისში, ლილოს დასახლებაში, მეფრინველეთა ქუჩაზე მოხდა.
მომხდარ ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება დაახლოებით ღამის 01:00 საათზე შევიდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმებმა მამაკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.