„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კომპანიამ სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.
კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაობს განახორციელებს. სამუშაოების დროს 22:00 საათიდან 15 მარტის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს” – აცხადებენ კომპანიაში.