ლიკანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.