ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლაშვილმა დაუდასტურა.
როგორც მან აღნიშნა, აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი.
მისივე თქმით, შენობიდან ამ ეტაპისთვის მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.
„სავარაუდოდ, ხვალ კორპურსს ჩაუტარდება ექსპერტიზა, მანამდე კი, მოსახლეობას საცხოვრებლით ბორჯომის მერია უზრუნველყოფს. ყველანაირ ხარჯს ჩვენ დავფარავთ“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ფოტოს აფეთქების ადგილიდან ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.