მცხეთის კლინიკაში მოთავსებული ექვსივე ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კლინიკას გუშინ ექვსი კოვიდინფიცირებული დაემატა და ამჟამად, მცხეთის კლინიკაში სულ 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მისივე თქმით, ახალი კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკაში გუშინ ღამით კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი შემოიყვანეს, მათგან ხუთი ყაზბეგიდან არის. ეს ადამიანები ცხოვრობენ ყაზბეგში. ბოლო ორთვე-ნახევრის განმავლობაში ოთხი მათგანი იყო დასასვენებლად.
ისინი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. პაციენტები სავარაუდოდ კორონავირუსით ინფიცირებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრები არიან. ამ ექვსი პაციენტიდან ერთი, ახალგაზრდა მამაკაცი, დუშეთის რაიონიდან არის. ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.