ლიკა ხარჩილავა 100 მეტრზე რბენაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე იყო #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე დაიწყო მძლეოსნობის ტურნირი. 100 მეტრზე რბენაში ქალთა შორის ჩაერთო ქართველი ლიკა ხარჩილავა.
მან საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა და ცხრა სპორტსმენს შორის მეხუთე იყო. ლიკამ 100 მეტრი 12.37 წამში დაძლია.
თუმცა ეს შედეგი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.