ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-18 ტურისა და პირველი ნახევრის ბოლო შეხვედრა გაიმართა – ანგისას ბაზაზე ერთმანეთს აუტსაიდერები, ქობულეთის „შუქურა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ანგარიში მხოლოდ მეორე ნახევარში გაიხსნა – 50-ე წუთზე მეტოქის კარი ქობულეთელთა თავდამსხმელმა გუჯა ლობჯანიძემ გახსნა. 90+2 წუთზე „სამგურალის“ კარი მეორედ გიორგი ჭანუყვაძემ აიღო და „შუქურამ“ 2:0 გაიმარჯვა.
ამგვარად, „შუქურამ“ 16 ქულა დააგროვა და ისევ ბოლო ადგილზეა, მაგრამ კონკურენტ „სამგურალთან“ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ლიგა 2-ში პირველი ნახევრის გამარჯვებული ბათუმის „დინამოა“ (34 ქულა), მეორეზე „ვიტ ჯორჯიაა“ (31 ქულა), ხოლო მესამეზე – „გაგრა“ (29 ქულა).
ლიგა 2-ში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა, თამაშები კი 2 აგვისტოდან განახლდება.