ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრი - ლიეტუვის პორტის მეშვეობით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკური მხარდაჭერაა საჭირო
ლიეტუვის პორტით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის ევროკავშირის ეკონომიკური მხარდაჭერაა საჭირო, – ამის შესახებ ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრმა, მარიუს სკუოდისმა განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირება ეკონომიკური საკითხია, რადგან საუბარია ტრანსპორტირების ღირებულებაზე.
„ეკონომიკური საკითხი თუ მოგვარდება, მაშინ უკვე არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ტრანსპორტირების დროის შემცირების პროცედურებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თუ იმუშავებს, მაშინ ჩვენ უკვე დავდგებით ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე, მაგრამ აქამდე არც კი მიგვიღწევია. ევროკავშირის დახმარება გამოიყო მოლდოვის გავლით ტრანსპორტირებისთვის. თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის ყველას საერთო ინტერესი, მაშინ შეიძლება ველოდოთ, რომ ევროკავშირისგან დახმარება უნდა იყოს უკრაინელი ფერმერებისთვის, რომლებსაც სურთ მარცვლეულის ტრანსპორტირება“, – განაცხადა სკუოდისმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ფინანსური დახმარება მცირე იქნება იმ მხარდაჭერასთან შედარებით, რომელსაც ლიეტუვა უკრაინას უწევს.