ლიეტუვის შს მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს
ლიეტუვის შს მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს

ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს, – ამის შესახებ ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტმა განაცხადა. მისივე თქმით, ლიეტუვის მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები 27 აგვისტოს ერთობლივ წვრთნებს გეგმავენ ბელარუსის საზღვარზე პოტენციური საფრთხეებისთვის მოსამზადებლად.

„იგეგმება სწავლების ჩატარება შეიარაღებულ ძალებთან ერთად რამდენიმე სცენარის შესამოწმებლად, რაც ითვალისწინებს რეაგირებას საზღვარზე ჰიბრიდულ სამხედრო საფრთხეზე”, – განაცხადა ბილოტაიტმა.

მისივე განცხადებით, განიხილება წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მესაზღვრეებისა და სხვა ოფიცრების მოწვევის შესაძლებლობა ესტონეთიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან.

შეგახსენებთ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან საზღვარზე არსებული სიტუაციით მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ასობით „ვაგნერელი“ ბელარუსში ჩავიდა. ოთხი ქვეყანა განიხილავს ბელარუსთან საზღვრის სრულად დახურვის შესაძლებლობას.