ლიეტუვის სეიმმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ლიეტუვის სეიმმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ლიეტუვის სეიმმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთსულოვნად მხარდაჭერილ რეზოლუციაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ბრალს სდებენ „სისტემატიურ სერიოზულ დანაშაულებებში“, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს.

„რუსი სამხედროების და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საბრძოლო მოქმედებებში აგრესორის მხარეს, ჩადიან სისტემატიურ, აგრესიის მძიმე დანაშაულებებს, როგორებიცაა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და წამება, საცხოვრებელი სახლების დაბომბვა, რაც უტოლდება ტერორიზმს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები რუსეთის მთავრობიდან იღებენ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას, გადიან მომზადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში და ისინი წარმოადგნენ საფრთხეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.

ლიეტუველმა დეპუტატებმა მოუწოდეს სხვა ქვეყნების პარლამენტებს, ასევე გამოაცხადონ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად.