ლიეტუვის სეიმმა ინგრიდა შიმონიტეს ნდობა გამოუცხადა და ის კვლავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება
ინგრიდა შიმონიტე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება. ლიეტუვის სეიმმა მას ნდობა გამოუცხადა. შიმონიტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირა 69 დეპუტატმა, წინააღმდეგი 30 იყო, ხოლო 25-მა თავი შეიკავა.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ინაუგურაციის შემდეგ ინგრიდა შიმონიტემ მთავრობის უფლებამოსილებები პრეზიდენტს დაუბრუნა, როგორც ამას კანონი მოითხოვს, რის შემდეგაც მას პრემიერ-მინისტრის ხელახლა დანიშვნა მოუწია.
ინგრიდა შიმონიტე პრემიერობის კანდიდატად გიტანას ნაუსედამ დაასახელა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი იყო.
კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტთან უნდა შეათანხმოს.