ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც გაერო-ს მოუწოდებს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები უკრაინის არასაფრენი ზონის უზრუნველსაყოფად
ლიეტუვის სეიმმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც გაერო-ს მოუწოდებს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ლიეტუვის სკანონმდებლო ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვა საჭიროა მოქალაქეების მასობრივი სიკვდილის შესაჩერებლად.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ესტონეთის პარლამენტმა ასევე მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდა.