ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმა, რომელიც ახალგაზრდების სკოლის დამთავრებისთანავე გაწვევას ითვალისწინებს
ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმა, რომელიც ახალგაზრდების სკოლის დამთავრებისთანავე გაწვევას ითვალისწინებს.
როგორც მედია წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში დამტკიცებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევა მოხდება 18-დან 22 წლამდე. მედიის ცნობით, გაწვევის შემდეგ ლიეტუველი ახალგაზრდები ვერ შეძლებენ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, ვიდრე სამხედრო სამსახურს არ გაივლიან.
ამავდროულად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგალითად, ინჟინრებს, ექიმებს გამოიძახებენ სამთვიანი სამხედრო მომზადებისთვის. სავარაუდოდ, ისინი გახდებიან აქტიური რეზერვის ნაწილი კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში. კანონში ცვლილებები 2026 წლიდან ამოქმედდება.