ლიეტუვის სეიმმა ახალი თავმჯდომარე და ექვსი ვიცე-სპიკერი აირჩია, მათ შორის ჟიგიმანტას პავილიონისი აღარ არის.
ლიეტუვის ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე სეიმის თავმჯდომარედ საულიუს სკვერნელისი აირჩიეს. თავის მხრივ, მან ექვსი ვიცე-სპიკერი წარადგინა.
პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციიდან იოზას ოლეკასი დაიკავებს. ამავე პარტიიდან იქნება კიდევ ორი ვიცე-სპიკერი: რაზა ბუდბერგიტე და ორინტ ლეიპუტე. რაზა ბუდბერგიტე ასევე იქნება ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც.
„კავშირი სამშობოლო – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქციიდან ვიცე-სპიეკრის პოსტს დაიკავებს რადვილე მორკუნაიტე-მიკულენიენე. მანამდე ამ პარტიიდან ვიცე-სპიეკერის თანამდებობას ჟიგიმანტას პავილიონისი იკავებდა. ახლა აღნიშნული პარტია ოპოზიციას წარმოადგენს. მეექვსე ვიცე-სპიკერი იქნება ლიბერალური მოძრაობის ფრაქციის წევრი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი.
ცნობისთვის, ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართა. ხმების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, რომელმაც კოალიცია შეკრა პარტიასთან „დემოკრატების კავშირი ლიეტუვისთვის“ და ნაციონალისტურ პარტიასთან „ნიუმანასის განთიადი“.