ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან
ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან

საქართველოს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა და საელჩოს მეორე მდივანი შარუნე კუბილიუტე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე ერთმანეთს ხედვებს  უზიარებენ.

„ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უბრალოდ ვერ მუხტავენ, ან სურვილი არ აქვთ ამისი. ლიტვის წარმომადგენლობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე, მოხდება საქართველოს პოლიტიკურ ძალებთან რაღაც შეთანხმების მიღწევა, რადგან ორივე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ქართული ოცნება“ არის ევროპული ოჯახის პოლიტიკური პარტიების წევრი. სწორედ ევროპარლამენტარების და და აშშ-ის ჩართულობით, შესაძლებელი იქნება, დაიწყოს დიალოგი და მოხდეს შეთანხმება, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე“, – განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვანო მაჭავარიანმა.