ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელეს
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელეს

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატი დაასახელეს. ამის შესახებ „დელფი“ წერს.

სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ვილია ბლინკევიჩიუტემ მედიას განუცხადა, რომ ის ვერ შეძლებს თანამდებობის დაკავებას, რადგან ამისთვის ასაკი და ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს. კანდიდატად კი ამავე პარტიის ყოფილი ლიდერი და სეიმის წევრი გინტაუტას პალუცკასი დაასახელა.

პალუცკასმა პარტიის ლიდერს მადლობა გადაუხადა.

„მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ხალხი ელოდება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას“, – აღნიშნა პალუცკასმა.

27 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. ბლინკევიჩიუტის თქმით, არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ლიეტუველ ხალხს ცვლილებები სურს.