ლიეტუვის საგარეო უწყება - სამხედრო აგრესიიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე
სამხედრო აგრესიიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. რუსეთის პასუხისმგებლობა დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინებით. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.