ლიეტუვის საგარეო უწყება - ძალიან სევდიანი დღეა, ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ამ მწუხარების ჟამს
ლიეტუვის საგარეო უწყება - ძალიან სევდიანი დღეა, ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ამ მწუხარების ჟამს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ძალიან სევდიანი დღეა, რადგან საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპულ და მძიმედ დაზიანებულ ადამიანებს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას ამ მწუხარების ჟამს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.