ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს შეუერთდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს შეუერთდა. ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება.
როგორც ვილნიუსში აღნიშნეს, ისინი აფასებენ ესტონეთის გადაწყვეტილებას, ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული.
„ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს.