ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 27-29 აპრილს ეწვევა
2021 წლის 27-29 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ჩატარდება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ის ასევე პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.
🇬🇪 🇱🇹 2021 წლის 27-29 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიცალური…
Posted by David Zalkaliani / დავით ზალკალიანი on სამშაბათი, 27 აპრილი, 2021