ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინის დღევანდელი ქმედებების მოტივი შესაძლოა იყოს ის, რომ მისი შეფასებით, 2014 და 2008 წლებში დასავლეთის რეაქცია იყო ზედმეტად ნელი და მცირე მის შესაჩერებლად
უკრაინისთვის ბრძოლა არის ბრძოლა ევროპისთვის, თუ პუტინს იქ არ შეაჩერებენ, ის კიდევ უფრო წინ წავა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
დიპლომატის თქმით, რუსეთის დღევანდელი ქმედებების მოტივი შესაძლოა, იყოს ის, რომ 2008 და 2014 წლებში მას დასავლეთმა ზედმეტად ნელი და მცირე პასუხი გასცა შესაჩერებლად.
„ამჟამად პუტინის ქმედებების ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა, იყოს მისი წარმატება წინა ინტერვენციების შემდეგ, 2014 და 2008 წლებში. ეს ნიშნავს, რომ მისი შეფასებით, დასავლეთის რეაქცია იყო ზედმეტად ნელი, ზედმეტად მცირე მის შესაჩერებლად. ეს ნიშნავს, რომ ის ეყრდნობა თავის წინა წარმატებებს და თუ ის დაიჯერებს, რომ მისი ამჟამინდელი ქმედებებიც წარმატებულია, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი სამიზნე? სწორედ ამიტომ ხედავთ თქვენ ამდენ შეშფოთებულ ადამიანს ლიეტუვაში. ამიტომ ვამბობთ, რომ უკრაინისთვის ბრძოლა არის ბრძოლა ევროპისთვის. თუ მას იქ არ შეაჩერებენ, ის კიდევ უფრო წინ წავა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.