ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონის იდეა, უკრაინაში მოკავშირეების სახმელეთო ჯარების განლაგებაზე, განხილვის ღირსია
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეა, უკრაინაში მოკავშირეების სახმელეთო ჯარების განლაგებაზე, განხილვის ღირსია.
„ევროპის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. ასეთ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საჭიროა პოლიტიკური ლიდერობა, ამბიცია და არატრადიციულად აზროვნება. პარიზში გუშინდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა იმსახურებს ყურადღებას“, – წერს ლანდსბერგისი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პარლამენტში დებატებისას განაცხადა, რომ ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ.