ლიეტუვის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე შეიწყალა
ლიეტუვის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე შეიწყალა

ლიეტუვის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებულები შეიწყალა.

გიტანას ნაუსედას განკარგულებით, შეწყალება შეეხება ნიკოლაი ფილიპჩენკოსა და სერგეი მოისენკოს, რომლებიც 2017 წელს ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.

„ბალტიკ ნიუს სერვისის“ ცნობით, გამოძიება მიიჩნევდა, რომ ფილიპჩენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, ხოლო მოისენკო ლიეტუველი ოფიცრების გადაბირებით იყო დაკავებული. მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

როგორც ლიეტუვის მედია წერს, აღნიშნული პირები ახალი კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ, რომელიც ჯაშუშობისთვის გასამართლებულთა გაცვლას ითვალისწინებს.

ჟურნალისტების ცნობით, ლიეტუვის ხელისუფლებას ფილიპჩენკოსა და მოისენკოს გაცვლა ლიეტუვის ორ მოქალაქეში სურს, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის მუხლით არიან დაკავებულნი. საუბარია ევგენიუს მატაიტისსა და არისტიდას ტამოიშაიტესზე, რომლებსაც რუსეთში 13 და 12 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. რუსეთი ამტკიცებს, რომ აღნიშნული პირები ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან.