ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერების დონეზე რუსეთთან შეხვედრები არ შედგება
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროკავშირის ლიდერების დონეზე რუსეთთან შეხვედრები არ შედგება. ეს განცხადება ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუარესებულია. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქცევაში ახალ აგრესიულ ფორმებს. სწორედ ამ მიზეზით არ შეგვიძლია, ვივაჭროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი პოლიტიკის გადამწყვეტ ელემენტად რჩება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცადეთ, გაგვემეორებინა, რომ ვაღიარებთ ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებებს. ცხადია, ევროკავშირის საბჭო გამოიკვლევს რუსეთთან დიალოგის წარმოების პირობებსა და შესაძლებლობებს, თუმცა ეს მოხდება ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.