ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგას
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგას.
ამის შესახებ ნაუსედამ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ლუკაშენკო უკვე აღარ არის ბელარუსის კანონიერი ლიდერი და მას ოპონენტებთან დიალოგის დასაწყებად ძალიან ცოტა დრო რჩება. ლიეტივის ლიდერის განცხადებით, ბელარუსსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების დარეგულირება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები არ გაიმართება. „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ნაუსედამ ასევე გააფრთხილა ევროპა, რომ თუ ის ბელარუსის კრიზისის იგნორირებას მოახდენს, მაშინ ბელარუსი რუსეთის „სატელიტი-სახელმწიფო“ გახდება.