ლიეტუვის პრეზიდენტი - ლიეტუვამ გამოხატა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ლიეტუვამ გამოხატა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობა სალომე ზურაბიშვილს თბილი შეხვედრისთვის“, – აღნიშნავს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას დღეს ვილნიუსში შეხვდა.