ლიეტუვის პრეზიდენტი ეთანხმება ჯო ბაიდენს, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეთანხმება, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„სამწუხაროდ ასეა. ვხედავ მრავალ ნიშანს, რომელიც აშკარად ცხადჰყოფს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების უგულებელყოფას, ერის უფლებებისა და მეზობლის ტერიტორიული მთლიანობის, რომელსაც ბოლო პერიოდია კრემლი საკმაოდ დემონსტრაციულად ახორციელებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
გიტანას ნაუსედას თქმით, მნიშვნელოვანია ასპექტია რუსეთის შიგნით არსებული მდგომარეობა, სადაც „რეჟიმი უხეში მეთოდებით დევნის ოპოზიციის ლიდერებს, მაგალითად ალექსეი ნავალნის“.