ლიეტუვის პრეზიდენტი გაერო-სა და ეუთო-ს ბელარუსი ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გაერო-სა და ეუთო-ს ბელარუსი ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ბელარუსში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები გრძელდება. გათავისუფლებული დემონსტრანტების ჩვენებები შოკისმომგვრელია. მივმართავ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს და ეუთო-ს მოახდინონ რეაგირება“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში გათავისუფლებული მომიტინგეები სამართალდამცველების მხრიდან წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ საუბრობენ.
ალექსნდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის ქალაქებში 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს.