ლიეტუვის პრეზიდენტი - ბალტიის ქვეყნები არიან ერთიან პოზიციაზე, ემხრობიან სამიტზე უკრაინისა და საქართველოს უფრო მტკიცე მხარდაჭერას
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, ნატო-ს სამიტზე ბალტიის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინას უფრო მტკიცედ დაუჭერენ მხარს.
ამის შესახებ ლიეტუვის ლიდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდრო კოორდინაციაში არიან ნატო-ს სამიტის წინ. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ მტკიცე შეკავება, გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და მუდმივად შევიტანოთ წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ადაპტაციაში. ბალტიის ქვეყნები არიან ერთიან პოზიციაზე და ემხრობიან ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს უფრო მტკიცე მხარდაჭერას“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.
ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.