ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორს დროებით ხურავს
ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორს დროებით ხურავს

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორს დროებით ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

18 აგვისტოდან დაიხურება დასახლება შუმსკასისა და ტევერჩიუსის სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ამ გადასასვლელებით ძირითადად მსუბუქი ავტომობილები და ცარიელი სატვირთოები სარგებლობდნენ.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ არ გამორიცხა, რომ ბელარუსის მეზობლებმა, შესაძლოა, ჩაკეტონ საზღვარი, თუ უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესდება.

ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთიც შეშფოთებული არიან ბელარუსის საზღვრებზე არსებული მდგომარეობის გამო, რაც ბელარუსში კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების დისლოცირებას უკავშირდება.