ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს
ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს.

ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კაშიუნასი აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება მხოლოდ დროის საკითხია და ეს აუცილებლად გაკეთდება.

ლიეტუვის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, თუ უსაფრთხოების მდგომარეობა გაუარესდება, გადაწყვეტილება მიიღება საზღვრის სრულად ჩაკეტვის შესახებ.

ბელარუსთან საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ პოლონური მხარის განცხადებებზე კომენტირებისას კაშიუნასმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა პოლონეთისგან განსხვავებულად, ნაკლებად საჯაროდ მოქმედებს, თუმცა მთელი გეგმა უკვე მზადაა.