ლიეტუველი დეპუტატი - მოდით, მივესალმოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში და დავეხმაროთ დანარჩენებს, რომლებიც აჩვენებენ სურვილს, რომ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი
უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას წარმატებით, ვიდრე ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს როგორც სამხედრო კუთხით, ასევე პოლიტიკურით, სანქციები ახდენს გავლენას და ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამის კეთება, – ამის შესახებ ლიეტუველმა დეპუტატმა, რადვილე მორკუნაიტე-მიკულენიენემ მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
ლიეტუველი დეპუტატის თქმით, ლიეტუვა უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე მას დასჭირდება.
„ზოგი ამბობს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს არ უხსენებია მშვიდობა თავის ყოველწლიურ გამოსვლაში. მე ვფიქრობ, რომ ეს გონივრული ნაბიჯია, რადგან აქ მყოფთა უმეტესობას, ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის, თუ რა უნდა იყოს მშვიდობა. მსურს, ყველა ჩვენგანმა გავიაზროთ იგივე გზავნილი, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მათ გამარჯვებამდე. ჩვენ ვნახეთ, რა შედეგი მოჰყვა ნახევრად მშვიდობას საქართველოში და ამან არ შეაჩერა რუსეთი. მოდით, მივესალმოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში და მოდით, დავეხმაროთ დანარჩენებს, რომლებიც აჩვენებენ სურვილს, რომ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი“, – განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა.