ლიეტუვაში დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პრეზიდენტობის სურვილი შვიდმა კანდიდატმა უკვე გამოთქვა.
ლიეტუვა ბალტიის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო არჩევნებით ირჩევენ. მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. ბოლო 10 წელია, ქვეყნის პრეზიდენტი დალია გრიუბაუსკაიტეა.
საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 12 მაისს ჩატარდება, მეორე ტური კი 26 მაისს.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, 54 წლის გიტანას ნაუსედუ ლიდერობს. ის ეკონომისტია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
გამოკითხვებში მეორე ადგილს კონსერვატორების კანდიდატი, ინგრიდ შიმონი იკავებს. ამ ეტაპზე მას გამოკითხულთა 18 პროცენტი უჭერს მხარს. 43 წლის შიმონი 2009-2012 წლებში ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო. მიუხედავად იმისა , რომ ის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელია, მხარს უჭერს სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტს.
„მხოლოდ იმიტომ, რომ არ მყავს მეუღლე, მაგრამ მყავს დედა, რომლის ერთგულიც ვარ, რომელზეც ვზრუნავ, რომლისთვისაც ყველაფერს დავთმობდი, არ ვთვლი, რომ მე არ მყავს ოჯახი“, – აცხადებს ინგრიდ შიმონი.