ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ლიდერობს, თუმცა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაუსედამ ხმათა 44 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ კი – 19 პროცენტი. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა 59.4 პროცენტი იყო.
„დიახ, პირველ ტურში მინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იქნება. მზად ვარ, მტკიცედ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, ამას შევძლებ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
თავის მხრივ, შიმონიტემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი მეორე ტურში გადასვლა იყო.
„მივიჩნევ, რომ ეს მიზანი მიღწეულია“, – აცხადებს შიმონიტე.
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.