ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრა სეიმის 63 მანდატისთვის იმართება.

ამასთან, რვა ოლქში ამომრჩევლებს ხმის მიცემა აღარ სჭირდებათ, რადგან აქ დეპუტატები პირველ ტურში აირჩიეს. პირველ ტურში 141-დან 78 დეპუტატი აირჩიეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტურში ხმა ამომრჩეველთა 10.5%-მა მისცა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, ამომრჩეველთა აქტივობის მიუხედავად. თუ ორივე კანდიდატი თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვინც პირველ ტურში მეტი ხმა დააგროვა.

13 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მისი შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს – პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.