ლიეტუვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. მას ამომრჩველთა დაახლოებით 18 პროცენტი უჭერს მხარს.
პარტიის ლიდერი ევროპარლამენტარი ვილია ბლინკევიჩუტე იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
კვლევების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამშობლოს კავშირი“ მესამე ადგილზეა 9%-იანი მხარდაჭერით. მას წინ უსწრებს პოპულისტური ნაციონალისტური პარტია, რომელსაც გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 12 პროცენტი ემხრობა.
საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.