ლიეტუვაში პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მთავრობამ ფიცი დადო. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „დელფი“ ავრცელებს. ამავე დღეს პარლამენტმა ახალი მთავრობის პროგრამა დაამტკიცა.
როგორც მთავრობის პროგრამის დამტკიცებამდე პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ და ჯანდაცვის მინისტრმა არუნას დულკისმა განაცხადეს, ამჟამად მტავრობის პრიორიტეტს პანდემიაზე კონტროლი წარმოადგენს.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს წარუდგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გადასადგმელ ნაბიჯებს მოიცავს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მთავრობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას 7 დეკემბერს მოაწერა ხელი, მას შემდეგ, რაც. მანამ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ ლიეტუვის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები-ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალთა მოძრაობა და თავისუფლების პარტია.
ინგრიდა შიმონიტე 2009-1012 წლებში ლიეტუვის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.