ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი შემსუბუქდა
ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი შემსუბუქდა. ქვეყანაში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალი წესების მიხედვით, სავაჭრო ცენტრები მხოლოდ კვირის განმავლობაში იმუშავებს, ასევე მუშაობას განაახლებს ღია რესტორნები. მომდევნო კვირიდან კი სპორტდარბაზებიც გაიხსნება.
ქვეყანაში 16 დეკემბრის შემდეგ მკაცრი კარანტინი მოქმედებდა. პანდემიის გავცრელებიდან დღემდე, ლიეტუვაში „კოვიდ-19“- ის 233 631 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 760 პაციენტი გარდაიცვალა.