ლიეტუვაში გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ფერმერები შიშობენ, რომ მოსავლის 50%-ზე მეტს დაკარგავენ.
როგორც ლიეტუვის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის მაჟეიკამ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბევრი მდინარე თითქმის დამშრალია, რაც საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას.
მისი თქმით, არავის ეპარება ეჭვი, რომ გვალვის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.
2019 წლის ივნისი ლიეტუვის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე გამოდგა. 12 ივნისს ქვეყანაში რეკორდული სიცხე 35,7 გრადუსი დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურის გამო, ტყეში ხანძრები მძვინვარებს, როგორც ლიეტუვაში, ისე მეზობელ ლატვიაშიც.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ლიეტუვის მთავრობა ფერმერებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ევროკავშირის კანონებს არ დაარღვევს.