ლიეტუვაში არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელთაც ანტისემიტიზმში ბრალდებული პირის პარტიასთან საპარლამენტო კოალიცია შემქნეს
ლიეტუვას პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 5 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები არჩევნებში გამარჯვებული „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელთაც საპარლამენტო კოალიცია შექმნეს პარტიასთან, რომლის ლიდერსაც ანტისემიტური განცხადებების გამო სასამართლო პროცესი ჰქონდა.
„სოციალ-დემოკრატებმა“ 141-წევრიან პარლამენტში 86 ადგილი მას შემდეგ მოიპოვეს, რაც კოალიცია შექმნეს სხვა პარტიებთან.
აქედან პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რემიგიუს ჟემაიტაიტისმა აპრილში პარლამენტის წევრის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტისემიტური პოსტებით ფიცი დაარღვია.
ჟემაიტაიტისის სასამართლო პროცესი სექტემბერში დაიწყო. მას ბრალად ედება „ებრაელების მიმართ მტრობისა და შეუწყნარებლობის გაღვივების მცდელობა“ და ლიეტუვაში ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინება.
თავად ჟემაიტაიტისი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი პოსტები ანტისემიტური არ ყოფილა.
ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კოალიციის შექმნა შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობაში არ დანიშნავს რემიგიუს ჟემაიტაიტის პარტიასთან დაკავშირებულ არცერთ პირს.