ლიეტუვაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი პორტი მზად არის უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად
ლიეტუვაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი პორტი მზად არის უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად

ლიეტუვის მთავარი პორტი მზად არის უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად, – ამის შესახებ პორტის აღმასრულებელი დირექტორი ალგის ლატაკასი აცხადებს.

ლიეტუვის მთავარ პორტს შეუძლია, 10 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვა, მაგრამ ბალტიის სანაპიროზე ტვირთის მიტანის ლოგისტიკა კვლავ რთულია. არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან ის მოიცავს სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა შეთანხმებას, ინტერესებს და ბევრ სხვა რამეს“, – განაცხადა ლატაკასმა.

მისივე თქმით, პორტის ამჟამინდელი მოცულობა 10-15 მლნ ტონა მარცვლეულს შეადგენს, მათ შორის ლიეტუვის მარცვლეულის ექსპორტი დაახლოებით 3,5 მლნ ტონაა.

შეგახსენებთ, რუსეთმა დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება“, რომელიც უკრაინას 33 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის გადაზიდვის საშუალებას აძლევდა.

მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყანა ბალტიის ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიულ გზებს ეძებს.