ლიეტუვას პრეზიდენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
ლიეტუვას პრეზიდენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანს ნაუსედამ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა, სადაც მხოლოდ სამი მინისტრი შეიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრად, როკას მასიულისის ნაცვლად, იაროსლავ ნარკევიჩი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრად  რიტა ტამაშიუნენი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე სეიმის წევრი ანდრიუს პალენისი დაინიშნა.

მინისტრების ცვლილების გამო, მინისტრთა კაბინეტმა ​ლიეტუვას სეიმში ნდობის მოპოვების პროცედურა უნდა გაიაროს.

ივლისის დასაწყისში ლიეტუვაში მმართველი კოალიცია შეიქმნა. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ​ქრისტიანების, მწვანეთა კავშირმა და სოციალ-დემოკრატიულმა შრომის პარტიამ მოაწერეს.