ლიეტუვის მთავრობამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის „კოვიდ-19“-ის ვაქცინის 200 000 დოზა გამოყო, მათ შორის 15 000 დოზა საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ამასთან, როგორც ლანდსბერგისი წერს, 100 000 დოზა განკუთვნილი იქნება უკრაინისთვის, 15 000 დოზა საქართველოსთვის, მოლდოვასთვის კი, 11 ათასი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ვაქცინის სახეობა არ დაუკონკრეტებია.