საჭიროების შემთხვევაში, ლიეტუვა თავის პარტნიორებთან ერთად უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლიეტუვის მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყანას უკრაინასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებში უკრაინელ სამხედროებს ომის დაწყებამდე მესამე ქვეყნის ტერიტორიებზე წვრთნიდნენ.
„ომის დაწყებამდე ვამზადებდით მესამე ქვეყნებში, ლიეტუვაში – საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაშიც მოვამზადებთ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, რომლებსაც, ასევე სურთ ამის გაკეთება“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ.
ლიეტუვის მედია წერს, რომ ქვეყნის პოლიტიკოსები მიესალმნენ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ, მაგრამ რამდენჯერმე დაადასტურეს, რომ ეს მხოლოდ სასწავლო მისიებს ეხებოდა.
ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუ რუსები მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და უკრაინა დახმარებას მოითხოვს.